ახალი ამბები
მინისტრი: აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი დათვლილი არ არის
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით წლის ბოლოს დაითვლება, თუ რა ზარალი მიაყენა სახელმწიფოს აზიურმა ფაროსანამ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ზარალის განსაზღვრა რთულია. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას, დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება და ცრუ დაპირებებს ვერ გასცემენ.

"საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, თუ სადმე რომელიმე ხელისუფლებას რამე გაუკეთებია ამ მავნებლის წინააღმდეგ", - თქვა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან შემოვიდა და თუკი მის წინააღმდეგ კომპლექსურად არ იბრძოლებენ, შესაძლოა, სხვა ადგილებშიც გავრცელდეს. გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნულ ღონისძიებებში ფერმერებიც ჩაერთონ.

Print