ლაშა გოგია გაუჩინარებული ანაკლიელის მშობლებს შეხვდა (ვიდეო)
14:46 / 19.10.2017
ზუგდიდის გამგებელი გაუჩინარებული ანაკლიელის გოგიტა აბულაძის
მშობლებს შეხვდა. ლაშა გოგიას თქმით, აბულაძეებს უნდათ იმის
გარკვევა, თუ რა მოუვიდა
მათ შვილს და კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„ბუნებრივია ის კითხვები, რაც მშობლებს აქვთ. მე დავპირდი მათ, რომ
მოვიკითხავ აუცილებლად, რა ეტაპზეა გამოძიება და თუ მექნება რამე
ინფორმაცია, ვეტყვი“, - აღნიშნა გოგიამ.
გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის თქმით, ისინი შეხვედრით
კმაყოფილები არიან, რადგანაც მათ გოგიასგან დახმარების დაპირება
მიიღეს.
„დახმარება ვთხოვეთ გოგიას და გვითხრა, რომ გაერკვევა საქმეში და
დაგვეხმარება. დღესდღეობით, კმაყოფილები ვართ და მერე ვნახოთ, რა
იქნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“
აბულაძემ.
ხუთი წლის წინ გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის გოგიტა აბულაძის
მშობლებმა აქცია რამდენჯერმე - გუბერნიის და გამგეობის შენობების წინ
გამართეს. ისინი შვილის გაუჩინარების შესახებ სიმართლის გარკვევას
ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს სახლიდან
სამასახურში - სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის
გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა:
"გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ
პაჭკორიამ".
ამავე თემაზე:
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები