ახალი ამბები
გრიგორი კარასინი: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ
რუსეთი არ გამორიცხავს მომავალში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა, ჯერჯერობით, რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა“, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია.

წყარო გაზეთი "იზვესტი"

Print