ახალი ამბები
ზუგდიდში ფერმერებისთვის აკადემია გაიხსნა (ვიდეო)
კომპანია "კარტლისმა" ზუგდიდში აკადემია გახსნა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს უფასო ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. სპეციალისტები მეწარეებს მცენარეების, მათ შორის, თხილის, სიმინდის, ციტრუსის დარგვას, მოვლას და მოყვანას შეასწავლიან. გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.



კომპანიის აგრო-კონსულტანტის დემეტრე ლიპარტიას თქმით, აკადემიაში მისულ ადამიანებს, ტრენინგების გარდა, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებსა და სათესლე მასალას 20 %-იანი ფასდაკლებით სთავაზობენ.



"აღნიშნული კომპანია 20 წელია საქართველოს ბაზარზე არსებობს და ემსახურება ფერმერებს. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ, გავუზიაროთ აქ მოსულ ადამიანებს. დავაარსეთ აკადემია, სადაც ნებისმიერ მსურველ ფერმერს შუძლია მოვიდეს, გახდეს აკადემიის წევრი", - აღნიშნა ლიპარტიამ.

"კარტლისი" ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქებისა და სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

Print