ახალი ამბები
მერია: ზუგდიდის ყინულის სახლს რეაბილიტაცია სჭირდება
ქალაქ ზუგდიდის ყინულის სახლს ინფრასტრუქტურული განახლება და გამართვა სჭირდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ განუცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ყინულის სახლისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული. მისივე ცნობით, აღნიშნული თანახა სახელფასო ფონდსაც მოიცავს.

„აუცილებლად უნდა განახლდეს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდეს ყინულის მოედანი, ვგეგმავთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყვანას. ზუგდიდში ყინულის სახლი აუცილებლად იმუშავებს“, - აღნიშნა ნანავამ.

ჩვენს კითხვაზე, როდის გეგმავს მერია შესაბამისი ტენდერის გამოცხადებას, ნანავამ გვიპასუხა, რომ საციგურაო მოედანი ფუნქციონირებას 2018 წლიდან დაიწყებს, თუმცა ის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად რამდენიმე თვის წინ ამ დროისთვის ლიკვიდირებულ ქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებდნენ.

მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი 2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო.


ამავე თემაზე:

მერიაში ყინულის მოედნის გახსნის დაგვიანების მიზეზად მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებენ
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
21:42 / 16.12.2017
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს
ყოველწლიურ საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki
Loves Monuments) 245 000-ზე
20:40 / 16.12.2017
ყოველწლიურ საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) 245 000-ზე
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში „მშვიდობისა და
სამოქალაქო განვითარების ცენტრის“
16:02 / 16.12.2017
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“
ასოციაცია „გაენათმა“ რუხის საჯარო სკოლაში პროექტი „ახალგაზრდების
სოციალიზაცია თანამედროვე საზოგადოებაში“ ესეების კონკურსით
12:50 / 16.12.2017
ასოციაცია „გაენათმა“ რუხის საჯარო სკოლაში პროექტი „ახალგაზრდების სოციალიზაცია თანამედროვე საზოგადოებაში“ ესეების კონკურსით
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთის პორტში
16.96 ტონა სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოვლინდა.
11:36 / 16.12.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთის პორტში 16.96 ტონა სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოვლინდა.
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული
ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან
23:22 / 15.12.2017
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტო კონკურსის
გამარჯვებულებს ქალაქის მერი პირადი სახსრებით სიმბოლურად,
21:26 / 15.12.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ქალაქის მერი პირადი სახსრებით სიმბოლურად,
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ
ბესლან ცვინარიამ 11 - თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით,
სამეგრელო
17:37 / 15.12.2017
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ბესლან ცვინარიამ 11 - თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, სამეგრელო
16:18 / 15.12.2017
"ენგურჰესის"ფინანსურის დირექტორის ვალერი კანკიას განცხადებით, "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს,
ზუგდიდში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ქალაქში
საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი
15:35 / 15.12.2017
ზუგდიდში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი
მოქალაქეების აზრი
ზუგდიდის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - გამოკითხვა (ვიდეო)
26 / სექტემბერი 2017
ზუგდიდში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის 7 კანდიდატს შორის მოუწევს.
უნდა ჩატარდეს თუ არა GemFest ანაკლია-განმუხურში - გამოკითხვა (ვიდეო)
16 / აგვისტო 2017
GEM Fest 2017 14 აგვისტოს დასრულდა. ფესტივალის დაფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსური კრიზისის შესახებ ალაპარაკდა.
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
გამოკითხვა
გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წელს?
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.