ახალი ამბები
სუს: პაატა როგავას გასათავისუფლებლად ვმუშაობთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დრანდის ციხიდან რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩიკო როგავას გათავისუფლებას ადასტურებს. სუს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ყოფილი პატიმრის შვილს, პაატა როგავას, უწყების ცნობით, ისინი მის გასათავისუფლებლად მუშაობენ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული არჩიკო როგავა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს. მისი შვილის, თინათინ როგავას ინფორმაციით, როგავა ახლა სახლში იმყოფება.

ამა-შვილი 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, არჩიკო როგავას საზღვრის უკანონო გადაკვეთაედებოდა ბრალად, პაატა როგავას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც.

მიმდინარე წლის აგვისტოში დე-ფაქტო სასამართლომ არჩიკო როგავას ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

რუსი სამხედროების მიერ რიყეში დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლეს
Print