ახალი ამბები
რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
წუხელ გვიან ღამით რუხში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მეხუთე ნაწილთ დაიწყო.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
Print