ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება შეიქმნა
ზუგდიდის მერიაში ახალი სტრუქტურული ერთეულის „საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის“ განყოფილების შექმნის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული განყოფილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურში შედის,  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმუშავებს.  

„დიდ იმედებს ვამყარებთ ახალ სტრუქტურულ ერთეულზე, რომელიც ეფექტური უნდა იყოს, რომ მოიზიდოს სახსრები საგრანტო და სასესხო კომპონენტით, რაც საშუალებას მოგცემს მეტი ინფრასტურქტურული და საჭირო პროექტი დავაფინანსოთ“, - დასძინა წოწერიამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს, რომელსაც ქალაქის მერთად ერთად შეხვდა, მუნიციპალიტეტი რამდენიმე იდეას შესთავაზებს.

„ეს არის ქალაქის ორივე სანაპიროს ინფრასტრუქურული რეაბილიტაცია და ორი ხიდის მოწყობა, ასევე სატრანსპორტო სტრატეგიაზე მუშაობა, მათ შორის, ელექტრონული ტრანსპორტის შემოყვანა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა წოწერიამ.

Print