ახალი ამბები
2018 წელს ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდება
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მომავალი წლიდან დაიწყება და შესაბამისი ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ექნებათ. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული.

„2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აცხადებენ უწყებაში.

40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არაუმეტეს 0.05% და არა არანაკლებ 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

წყარო: bpn.ge

Print