ახალი ამბები
სეს ბავშვთა კვების პროდუქტზე: ზედამხედველობას პროდუქციის ამოღების შემდეგ დავიწყებთ
ფრანგული კომპანია lactalis ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა კვების საკუთარ პროდუქციას, სავარაუდოდ, დღესვე ამოიღებს, რის შემდეგაც აღნიშნული პროდუქციის ხელახალი კვლევა ჩატარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, მარიკა გულუას ინფორმაციით, უწყება ზედამხედველობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც პროდუქცია გაყიდვაში აღარ იქნება.

„მას შემდეგ, რაც კომპანია ამოიღებს პროდუქციას, შესაბამისი სამსახურის წაიღებს ხელახლა გამოსაკვლევად. უკვე ამის შემდეგ კი განვახორციელებთ ხედამხედვლობას, არის თუ არა სადმე დარჩენილი აღნიშნული პროდუქტი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გულუამ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო მოკვლევას ატარებს.

ამავე თემაზე:

სეს-მა საფრანგეთში წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტები შესაძლოა ბაზრიდან გამოითხოვოს
Print