ახალი ამბები
22-23 დეკემბერს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები
22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებების შედეგად, სულ დაკავებულია 70 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 12, ასევე, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე - 10 პირი.

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 13 ძებნილი პირია დაკავებული.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 49 ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 43 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

„საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას”, - აღნიშნულია შშს-ს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.


ფოტო: Police.ge

ამავე თემაზე:

საქართველოში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს
Print