ახალი ამბები
აბაშაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
აბაშაში, სოფელ ნორიოში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

შს სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.


Print