ახალი ამბები
სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დასაქმების მსურველთა ბაზას ქმნის. მერიაში ამჟამად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს დამსაქმებელს მიაწვდის. მსურველებმა ქალაქში და სოფლებში უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. (ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულები განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე, მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი N 45, პირველი სართული).

შენიშვნა:

მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია მერიამ დაიწყო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისი ინფორმაცია ქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დილით გამოქვეყნდა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ბოდიშს უხდის მკითხველებს.



Print