ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით რამდენიმე პირი შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

Print