ახალი ამბები
შეუწყდება თუ არა „თაუნ პარკს“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაირკვევა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კომპანია „თაუნ პარკისთვის“, რომელიც ქალაქში პარკირების ადგილებს აწყობს, ხელშეკრულების გაგრძელების საკითხის გადახედვას გეგმავს. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ბიუჯეტში ვალდებულებით გათვალისწინებული თანხა ამ დრომდე არ ჩაურიცხავს.

„აღნიშნულ საკითხს ვსწავლობთ და უახლოეს მომავალში კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც იგეგმება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.



რაც შეეხება ათდღიან ვადას, რომელიც მათ კომპანიას დავალიანების ასანაზღაურებლად მისცეს, ჯერ არ ამოწურულა.

„თაუნ პარკთან“ დაკავშირებით პასუხებს ქალაქის მერიისა და კომპანიის წარმომადგნლობიდან ელოდებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ოპოზიციამ ისინი მომავალ სხომაზე დაიბარა და საკითხის შესწავლა მოითხოვა.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის ივლისში დაიდო.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს (ვიდეო)

ორ კვირაში შეცვლილი პოზიცია - ზუგდიდში „თაუნ პარკს“ ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცემა (ვიდეო)

ზუგდიდში ფასიან ავტოსადგომებზე ყოველთვიური და ყოველწლიური აბონემენტი დაწესდა

Print