ახალი ამბები
ფოთში დაკარგულ ქალს ეძებენ
ფოთში შუახნის ქალს შესაბამისი უწყებები ეძებენ. შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ შექმნილია სპეციალური ძებნის ჯგუფი. არსებული ინფორმაციით,  ის მარტოხელა იყო და ბოლოს დევნილთა დასახლებაში, საკუთარ სახლში ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ნახეს.

სამართალდამცავებთან ერთად ქალს ფოთის მცხოვრებლებიც ეძებენ.

Print
თეგები: ძებნა / შსს / ქალი / ფოთი /