მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური სტუდიის „რიბი-რაბოს“
აღსაზრდელმა თამუნა ლილუაშვილმა აშშ-ში საერთაშორისო
კონკურს-ფესტივალში
- Golden Dream გაიმარჯვა.
მან კონკურსის უმაღლესი ჯილდო, გრან პრი დაიმსახურა. ფინალში
ქართველმა კონკურსანტმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის,
ერთ-ერთი მშობლიურ ენაზე.
ის შტატებში პედაგოგთან ნინო მამფორიასთან ერთად გაემგზავრა.
ფესტივალი Golden Dream ლას-ვეგასში წელს მე-16 ჯერ იმართება.
მასალის გამოყენების პირობები