ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამჯერად ადგილზე რამდენიმე სხვადასხვა, მათ შორის, შიდა გზების მოწყობის, გეოდეზიური, ნარჩენების გადატანის, არსებული კომუნიკაციების გადატანის, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისა და დასაწყობების, ასევე სამელიორაციო არხის მშენებლობის და სხვა გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით, ფლორასა და ფაუნას აკვირდებიან.

ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,  გასული წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.

ამავე თემაზე:

პორტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს



Print