ახალი ამბები
მესტიაში თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა
მესტიაში მოსულმა უხვმა ნალექმა საავტომობილო გზებზე სერიოზული პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს დასუფთავების სამსახურის და შ.პ.ს ,,მესტია გზა'' შესაბამისი ტექნიკის დახმარებით ასრულებდნენ.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლერი არღვნლიანის გამარტებით, ამ ეტაპზე გზები სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტიც შეუფერხებლად გადაადგილდება.

მესტიაში ამ დროისთვის არ თოვს.

Print
თეგები: მესტია / თოვლი / გზა /