ახალი ამბები
მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელი შსს-მ სამხედრო განყოფილებაში დაიბარა (ფოტო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა მისი შეიარაღებული ძალების თადარიგიდან დათხოვნის შესახებ წერილი მიიღო. შს სამინისტროდან გამოგზავნილი დოკუმენტი რუსიას გარდაცველებიდან ერთი თვის შემდეგ 2017 წლის 27 ნოემბრით თარიღდება.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ წარმომდგენი (ბექა რუსია) „ვალდებულია გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე აბაშის სამხედრო განყოფილებაში“. წერილს ხელს აწერს შს სამინისტროს ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ჩოხელი.



ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, რუსიებს ამ დრომდე არც დაპირებული კომპენსაცია მიუღია.  როლანდ შონია ამბობს, რომ მას წერილი, ჯერჯერობით, არ უნახავს, თუმცა ვარაუდობს, რომ უწყების მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედებაა.

„ვინმეს გაუგია, რომ გარდაცვლილი დაითხოვონ? სულ ორი მორიგეობა ჰქონდა დარჩენილი. ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომ ოჯახმა კომპენსაცია არ მიიღოს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შონიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ის შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად წვევამდელი ბექა რუსია 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებასა და საგუშაგოს უფროსის თანაშემწის ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას მოითხოვენ, ვისი იარაღიდანაც გაისროლეს.

ამავე თემაზე:

მოწმე რუსიების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: ეს იყო ხუმრობა

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი
1998-2003 წლების სახელფასო
17:53 / 22.05.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი 1998-2003 წლების სახელფასო
ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს მეთორმეტე კლასის
მოსწავლეები „ბოლო ზარის“ ღონისძიების
16:53 / 22.05.2018
ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები „ბოლო ზარის“ ღონისძიების
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
სპეციალურად რთულ რელიეფზე
16:31 / 22.05.2018
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად რთულ რელიეფზე
აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე არსებული ოთხი
შუქნიშნიდან ორი მოხსნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მისი დემონტაჟი
ყოფილი
12:51 / 22.05.2018
აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე არსებული ოთხი შუქნიშნიდან ორი მოხსნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მისი დემონტაჟი ყოფილი
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ
კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს
განიხილავს.
12:38 / 22.05.2018
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ
შლაგბაუმი მეორედ რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც
11:23 / 22.05.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ შლაგბაუმი მეორედ რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ გენდერულ საბჭოში,
რომელიც პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს, ამ ეტაპზე სულ 17 წევრია.
19:10 / 21.05.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ გენდერულ საბჭოში, რომელიც პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს, ამ ეტაპზე სულ 17 წევრია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2018 წლის გამოკითხვით,
მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას
18:01 / 21.05.2018
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2018 წლის გამოკითხვით, მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის კუთვნილი პიკაპი
მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
17:32 / 21.05.2018
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის კუთვნილი პიკაპი მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ, სამანდატო და
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო
სორდიამ
17:06 / 21.05.2018
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ
მოქალაქეების აზრი
მოიმატა თუ არა კრიმინალმა რეგიონში - ზუგდიდელების აზრი (ვიდეო)
14 / მაისი 2018
ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მოიმატა თუ არა კრიმინალის დონემ რეგიონში
მოსწონთ თუ არა ზუგდიდელებს განახლებული ბულვარის დიზაინი (ვიდეო)
24 / აპრილი 2018
ზუგდიდის ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
მოიმატა თუ არა კრიმინალმა სამეგრელოში?
კოლხის კოლხური ლექსი
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.