ახალი ამბები
ზუგდიდში გარემოს დაბინძურებისთვის ერთი პირი 200 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს და 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად 200 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ააიპ ავრცელებს.

"ზუგდიდდასუფთავების ცენტრი'' ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრის განცხადების შესაბამისად, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

Print