ახალი ამბები
ფაროსანას გამო, რუსეთი აფხაზეთიდან შეტანილ მანდარინზე კონტროლს აძლიერებს
რუსეთის ფედერაციის ფიტოსანიტარული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური შეშფოთებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ფიტოსანიტარიული სიტუაციით,  წერს ინტერნეტგამოცემა „ნაშა აბხაზია“. ამავე ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის შემოწმებისას, გამოვლინდა საკარანტინო ობიექტი - აზიური ფაროსანა.

აღნიშნული ობიექტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „როსსელხოზნადზორმა“ შემდეგი ღონისძიებებს ატარებს : გაძლიერებულია კონტროლი იმ ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე, სადაც მავნებელია გავრცელებული, ტარდება საინფორმაციო კამპანია მავნებლის გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი. ამასთან ერთად, იგეგმება ფედერალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება დაცულ ბუნებრივ ზონებსა და დასახლებულ პუნქტებში.

რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების გათვლებით, ფაროსანას მიერ მიყენებულმა ზარალმა, ზიანის პოტენციურ ზონაში გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა, წელიწადში, 2 მილიარდი რუბლი შეადგინოს.




Print