ახალი ამბები
გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა - გალში მორიგი შეხვედრა დასრულდა (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების გადაადგილების ფაქტები და მცდელობები საგრძნობლად შემცირდა. მისი თქმით, გალის დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს მასალები წარუდგინა, რომელთა მიხედვით, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 2017 წელს საქართველოს 1000 მოქალაქე დააკავეს, მაშინ, როცა ანალოგიური მონაცემი 2016 წელს 3000 იყო. სუს-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ გადაადგილება შემცირდა.



„ეს არის დადასტურება, რომ იზღუდება გადაადგილების თავისუფლება და იკლებს მცდელობებიც, რაც დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების შედეგია. ვგულისხმობ ე.წ. გადასასვლელების დახურვის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იყო ის, რომ ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს ქართულ სახელმწიფოსთან აქვს ე.წ. საზღვარი და აღნიშნული ქმედება ინციდენტების პრევენციაა. ჩვენი შეფასებით, კი ეს ინციდენტების წახალისებას იწვევს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 22 თებერვალს ენგურის ხიდზე დაკავებულ მალხაზ წურწუმიაზე, რომელიც ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფება. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნული შემთხვევა ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილონ და საქართველოს მოქალაქე მყისიერად გაათავუსუფლონ.




„ვიმედოვნებთ, რომ მას მალე გაათავისუფლებენ და დატოვებს გალის ე.წ. იზოლატორს“, - დასძინა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის საკითხს, ქემოკლიძის თქმით, მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიცია მისი დაკავების აუცილებლობის შესახებ.

„ოთხოზორიას საკითხზე ვისაუბრეთ ტატუნაშვილის და ბაშარულის საქმეების კონტექსში. არ ხდება ამ საქმეეების სიღრმისეული გამოძიება და არ აქვს ლოგიკური გაგრძელება, რის გამოც იქმნება ვაკუუმი და ხდება უფრო მძიმე ინციდენტედები. როცა ოთხოზორიას მკველი დაუსჯელია და საქმეში უტყუარი მტკიცებულებებია, აუცილებელია მისი დაკავება და საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება, რომ იგივე შედეგი არ მივიღოთ“, - განმარტა კახაბერ კემოკლიძემ.



მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უარესი შემთხვევები არ მოხდეს, მნიშვნელოვანი საკითხები იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული და ჰქონდეს პრევენციული ხასიათი.

„მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. გასული წლის ბოლო საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კუთხით წარმატებული გამოდგა“, - თქვა მან.



გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ქართული მხარე გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მოითხოვს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
18 / აპრილი 2024
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
18 / აპრილი 2024
მესტიის გზაზე, ხაიშიდან ლახამულამდე არსებულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, ამავე გზაზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.