ახალი ამბები
ქვარაია: ოთხოზორია და ტატუნაშვილი სამშობლოსთვის თავდადებულთა რიგებს შეუერთდნენ
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის თემას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია სამშობლოსთვის თავდადებული გმირები არიან. ქვარაია რეზოლუციის დოკუმენტზეც ამახვილებს ყურადღებას და ამაბობს, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად დოკუმენტი მკაფიო გზავნილი იქნება.



„არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია არიან ის ადამიანები, რომლებიც ტრაგიკული აღსასრულით სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველთა რიგებს შეუერთდნენ. მნიშვნელოვანი დოკუმენტი - რეზოლუცია, რომელიც დღეს მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“, - აღნიშნავს ქვარაია.

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ამავე თემაზე:

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“- პარლამენტი რეზოლუციას სავარაუდოდ მომავალ კვირას მიიღებს
Print