ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა
ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ქალი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ჯერ მეორე მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი ტროტუარზე ქვეითს დაეჯახა.

„იმდენად ძლიერი შეჯახება იყო, რომ რამდენიმე მეტრზე მოისროლა და მაშინვე დაიღუპა“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ თვითმხილველებმა.

შემთხვევის შედეგად, ელექტრობოძები და გაზის მილები დაზიანდა, რის შემდეგაც შეწყდა ბუნებრივი აირისა და დენის მიწოდება. 



შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print