ახალი ამბები
სოხუმი: უცხოეთის მოქალაქეებზე მუშაობის ნებართვას საიმიგრაციო სამსახური გასცემს
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, „სამუშაოს მაძიებელ უცხოეთის მოქალაქეებსა ან აფხაზეთის მოქალაქეობის არქმონე პირებზე ნებართვას საიმიგრაციო სამსახური გასცემს“. ამის შესახებ პარლამენტში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დმიტრი შამბამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთში სამუშაოდ ჩასული უცხოეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად შუამავლი საბროკერო სტრუქტურებისთვის უნდა მიემართათ, რის გამოც, „რესპუბლიკურ ბიუჯეტს დაახლოებით, 17 მილიონი რუბლი აკლდებოდა“. შამბას განმარტებით, ეს "სამართლებრივი ხარვეზი" ამიერიდან აღმოიფხვრება.   



Print