ახალი ამბები
აფხაზეთში მოსული ტალახიანი ნალექი აფრიკულ ციკლონს მოჰყვა
დე ფაქტო აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა ამირ ცუშბამ აფხაზეთში დღეს წამოსულ ტალახიან წვიმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მან „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ტალახიანი ნალექი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკიდან წამოსული ხმელთაშუა ზღვის ციკლონის მიერ გავრცელებული ჰაერის მასებს მოჰყვა.

ცუშბამ განმარტა, რომ აღნიშნული მეტეოროლოგიური მოვლენა მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მისი თქმით, მსგავსი წვიმები, უფროს ხშირია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

Print