ახალი ამბები
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა. მან დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში. ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. 

23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რეზოლუციაში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა. ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო - 38-ე და 39-ე სესიებზე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
23 / აპრილი 2024
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო არდადეგები 3-დან 6 მაისის ჩათვლით იქნება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.