ახალი ამბები
სუს-ი დე ფაქტო აფხაზეთში ქართული სკოლების შესაძლო დახურვაზე: ვსწავლობთ საკითხს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული სკოლების შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა საკიტხის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულია ამ საკითხსის შესწავლით. ამ ეტაპზე დგინდება დეტალები და საჭიროების შემთხვევაში იქნება კონკრეტული რეაგირებაც“, - აღნიშნა ანთაძემ.

დე-ფაქტო აფხაზეთში ქართული 7 სკოლის შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ქმნის არაჯანსაღ ატმოსფეროს. ამასთან, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარედ არსებული სიტუაციაც შეფასდა.





Print