ახალი ამბები
სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა(ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და ბათილად ცნო. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ააიპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრს განაცდურის ანაზღაურებაც დაევალა.

„რალურად ეს არ იყო ლიკვიდაცია, არამედ იყო რეორგანიზაცია. გვაქვს დასკვნა, რომლის შესაბამისად მორგოშია დასაქმებული იყო უვადოდ და არა ვადით, ასევე, ორგანიზაციულ
ცვლილებას რაც შეეხება, თანამშრომლების საშტატო შემცირება არ მომხდარა.
მოსარჩელე მხარე მოპასუხემ არათანაბარ პირობებში ჩააყენა, შესაბამისად, იკვეთება დისკრიმინაცია“, - ასე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ დისკრიმინაციას, მოსამართლემ გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი არ დაადგინა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზის გარეთ მცირე დაპირისპირება მოხდა. მორგოშია და მისი მეუღლე ალიოშა ალანია, რომელიც სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა, მადონა მაქაცარიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მორგოშიას ინტერესებს სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის იურისტი ჯემალ ჭკადუა იცავდა. მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.



„თავიდანვე მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. დღეს გაიმარჯვა სიმართლემ. ჩემი შემდგომი ნაბიჯი კი იმისთვის ბრძოლა იქნება, რომ არაობიექტური დირექტორი წავიდეს თანამდებობიდან“, - აღნიშნა მორგოშიამ.

თავად მადონა მაქაცარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, თუმცა დამატებით კომენტარი იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არ გააკეთა.



ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. 

ამავე თემაზე:

ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულის სასამართლო პროცესი შემოქმედებითი საღამოს გამო გადაიდო

Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
არქივი
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.