ახალი ამბები
საქართველოსა და უკრაინის თხილის ასოციაციები ითანამშრომლებენ
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ უკრაინის თხილის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის დოკუმენტს GHGA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და UNA-ის პრეზიდენტმა გენადი იუდინმა მოაწერეს ხელი.

ასოციაციების ხელმძღვანელების ცნობით, მიმდინარე წელს Ferrero/AgriGeorgia-სა და GHGA მხარდაჭერით უკრაინაში თხილის ბაღები 350 ჰექტარზე გშენდა.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულ პროექტში და გაუზიარებს გამოცდილებას უკრაინელ პარტნიორებს", - ამბობენ GHGA-ში.

უკრაინაში თხილის გაშენება კიდევ რამოდენიმე ათასი ჰექტარზე იგეგმება.

Print