ახალი ამბები
ანთაძე: გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე ინტენსიური დისკუსია გვქონდა
გალის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ქართული სახელმწიფოს პოზიცია გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებთამ დაკავშირებით.

„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსია გვქონდა და მათი კიდევ ერთხელ მოვახსენეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ პრობლემა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა ექმნებოდეს. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოვიკითხეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი უმოკლეს ვადებში გათავისუსფლება მოვითხოვეთ“, - აღნიშნა ანთაძემ.

გალში მომავალი შერეული შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.

ამავე თემაზე:

სუს:ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით აფხაზური მხარის პასუხი გაურკვეველია (ვიდეო)
Print