ახალი ამბები
საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობა ადგილობრივი თვითთმართველობის საქმიანობაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, ჩართულობა პრობლემაა, რადგან ამ კუთხით მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებს უნდა განუმარტოს, რა შესაძლებლობები აქვთ მათ.

„არსებული მექანიზმები არ იძლევიან საშუალებას, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები იქნება გადაჭრილი მინიმალურ დონეზე მაინც. ჩართულობა მეტი ანგარიშვალდებულებისთვის არის საჭირო, ამასთან, მუნიციპალიტეტი უნდა გავიდეს მოსახლეობაში, გაეცნოს მათ საჭიროებებს და მიიღოს პროგრამული ბიუჯეტი“, - აღნიშნა თოდუამ.



ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მნიშვნელოვანია.

"საინტერესო შეხვედრებს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ, მთავარია, რომ იყოს ქმედითი და გადაიდგას ეფექტური ნაბიჯენი. ხელისუფლებამ კრიტიკა ხარვეზების გამოსასწორებლად უნდა მიიღოს. ასეთ სამუშაო შეხვედრებზე უნდა მოხდეს იდეების გაცვლა“, - თქვა შენგელიამ.


საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ კი კომისიის თავმჯდომარეს სთხოვა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ვეტერანთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდეს, რომელიც 200 ლარიან დანამატს ვერ იღებს.

"საუბარია აფხაზეთიდან დევნილ ივანე მოროხიაზე, რომელიც ზუგდიდშია რეგისტრირებული, თუმცა მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ დანამატს ვერ იღებს და მის მიღებას ითხოვს", - თქვა ჭკადუამ.

სორდია მას საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა.

საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანი სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერება და აქტუალურ საკითხებზე ყურდღების გამახვილებაა.

„დღევანდელი შეხვედრა ინიცირებული იყო ჩვენ მიერ. ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოვახდენთ მონიტორინგს არსებულ პრობლემებზე და შესაბამის რეაგირებასაც. დავსახეთ პრიორიტეტები და შემდეგ შეხვედრაზე ისინი უკვე ამის შესახებ ჩემს ანგარიშს მოისმენენ“, - აღნიშნა სორდიამ.



მან ყურადღება გაამახვილა ასევე ანტიდისკრიმინაციულ ჩანაწერზე, რომელიც საკრებულოს აპარატმა საკუთარ შინაგანაწესში მიიღო. აღნიშნული ჩანაწერი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, რომ მათ ჰომოფობიური განცხადებები არ გააკეთონ და სიძულვილის ენა არ გამოიყენონ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ერთჯერადი არ იქნება და რეგულარულ ხასიათს მიიღებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.