ახალი ამბები
ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბავშვის სავარაუდო გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს ბრალდებულებიც დაესწრნენ. საქმის არსებითი განხილვა  2 ივლისს დაიწყება.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ ერთ-ერთ ბრალდებულს ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს ემა კვირტიას გირაო - 5000 ლარის ოდენობით 31 მაისს შეუფარდა.




ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა და მის დაბრუნებას მანამ არ აპირებდა, სანამ ოჯახი ვალს არ დააბრუნებდა.

თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან ემა კვირტიამ მოსაწესრიგებლად წაიყვანა და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ბავშვის გატაცებაში ერთ-ერთი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Print