ახალი ამბები
პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებების ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება
მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 27 ცენტრში, რომელიც 37 ინსპექტირების ხაზს ფლობს.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

Print