ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
გაერთიანებული ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. ის კანდიდატად „ძალა ერთობაშიამ“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ის ენმ-ის ხელისფლების დროს ჯერ კულტურის, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.


რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, მასში ათი პოლიტიკური პარტია შედის:

1. ახალი საქართველოსთვის;
2. ემსახურე საქართველოს;
3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
4. სახელმწიფო ხალხისთვის;
5. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია;
6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
8. ახალი საქართველო;
9. საქართველო ლიდერთა შორის;
10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები



Print