ახალი ამბები
ზუგდიდში „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს ქალაქში „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ თაფლის მწარმოებლებს შეხვდნენ და მათ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.



მერიის ცნობით, ფესტივალი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას; კერძოდ, თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში.

ფესტივალის ჩატარება 2018 წლის 31 ივლისს მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

Print