ახალი ამბები
ანაკლიას ჯგუფი Die Antwoord ესტუმრება
ანაკლიაში დაგეგმილ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, „Echowaves powered by exit” მსმენელის წინაშე სამხრეთ აფრიკული ჯგუფი Die Antwoord წარსდგება. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა 5 სცენა, სადაც სხვადასხვა ჟანრის მუსიკას 150-მდე არტისტი დაუკრავს.

Die Anwoord-ის გარდა ანაკლიაში  Kollektiv Turmstrasse, Woo York, Sigha, Shpongle და Solomun-ს მოუსმენენ.

მუსკის გარდა პროექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავს.

მისი ჯამური ბიუჯეტი 6,162,360 ლარს შეადგენს, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ" ANAKLIA ECHOWAVES“ 4 160 000 ლარით დაფინანსდება. 2 002 360 ლარს თავად ღონისძიების განმახორციელებელი გაიღებს.

ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group-ის მიერ,  პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება




Print