ახალი ამბები
აბაშისა და ზანათის ადმინისტრაციული შენობების რემონტისთვის 42 ათასამდე ლარი დაიხარჯება
აბაშის მერია ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 497 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია სადემონტაჟო და სხვადასხა სამშენებლო სამუშაოზე.

გარდა ამისა, ბიუჯეტიდან სოფელ ზანათის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 20 080 გამოიყოფა.

ტენდერში წინადადებების მიღება 28-დან 31 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.

Print