ახალი ამბები
თეთნულდზე მყოფი ტურისტების გამოყვანა ვერ ხერხდება
მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდზე მყოფი ორი ტურისტის ადგილსამყოფელი ცნობილია. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ვერტმფრენით დათვალიერების შედეგად ორივე ტურისტის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია, თუმცა რთული კლიმატის და რელიეფის გამო, ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ჯერჯერობით არ ვფლობთ ინფორმაციას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მანამდე სანამ ადგილზე არ მივლენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველები”, - გვითხრეს სააგენტოში.

ამავე ცნობით, ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.


Print