ახალი ამბები
ფოთის მერიამ ახალგაზრდობის დღეს ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა
ფოთში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება. ამისთვის მერიამ 6 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა აქტივობის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

12 აგვისტოს ცნობილი მუსიკალური ბენდის, ასევე, ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება. გარდა ამისა, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებაც არის დაგეგმილი.

საბოლოოდ, ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 27-დან 30 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.



Print