ახალი ამბები
მესტიის სკოლიდან ერთი კომპიუტერი მოიპარეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა გაქურდეს. სოფლის რწმუნებულის თამაზ სუბელიანის ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"მხოლოდ ის ვიცით, რომ წაიღეს ერთი კომპიუტერი, მეტი არაფერი", - უთხრა რადიო "ათინათს" სუბელიანმა.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოზიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.
Print