ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტობისთვის ოქტრომბრის არჩევნებში "ევროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძე იბრძოლებს. ის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე ცერემონიაზე დაასახელა.

დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წელსაც იყო, როცა ის "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა. ენმ-ის ხელისუფლების დროს ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარეც იყო.

ამ ეტაპზე პრეზიდენტობის ორი კანდიდატია ცნობილი. გაერთიანებული ოპოზიციიდან ოტქომრბის არჩევნებში მონაწილეობას გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.

ამავე თემაზე:

"ევროპული საქართველო" დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
Print