ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის საინფორმაციო ქოლ-ცენტრი რეგიონებშიც ამოქმედდება
საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება დასრულდა, რაც მოსახლეობას საპოლიციო სერვისების ოპერატიულად და დისტანციურად მიღების საშუალებას მისცეს.

ამავე ცნობით, საპატრულო პოლიციის რეფორმირების ახალ ეტაპზე მომსახურების ერთიან ცენტრში 1 მაისს ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტურ კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით.

მომსახურების სტანდარტი და ოპერატორთა სამუშაო სახელმძღვანელოები ტრენინგების პარალელურად შეიქმნა და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო ცენტრი ამ სტანდარტის მიხედვით იმუშავებს.

ფოტო: Police.ge
Print