ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ლევან შონია გაათავისუფლა
პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სავნეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან შონია თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან აღნიშნა, რომ ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენენ და მათ მუშაობას კოორდინაციას სოზარ სუბარი გაუწევს.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებისკენ“, - აღნიშნა მან.

ახალმა პრემიერმა ტყის სისტემურ გაჩეხვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხეების უკანონო მოჭრა უნდა მორჩეს.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“,- განაცხადა მან.

გათავისუფლდნენ შემდეგი რეგიონების გუბერნატორები: შიდა ქართლი, მცხეთა მთანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი , ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთი. 

Print