ახალი ამბები
მაშველებმა მესტიაში ტურისტები გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მესტია თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში შემორჩნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ამავე ცნობით, 54 წლის მამაკაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.

მაშველებმა ისინი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


Print