ახალი ამბები
ჩხოროწყუში "აგრო-ტურისტული ფესტივალი 2018" გაიმართება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 6 აგვისტოს „აგრო-ტურისტული ფესტივალ 2018“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედი მეწარმეები და ფერმერები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ უთხრა, ელარჯისა და გებჟალიას დამზადების დემონსტრირება გაიმართება. მისივე ცნობით, ფესტივალის გახსნამდე სოფელ ლესიჭინეში სანერგე მეურნეობა გაიხსნება, შემდეგ კი სტუმრებთან ერთად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზას დაათვალიერებენ.

„ფესტივალში სამეგრელო-ზემო სვაენეთის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და მათ თავიანი კუთხე ექნებათ, სადაც საკუთარ პროდუქციას გამოფენენ. ფესტივალის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში გადამზადებული სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალისტებისთვის სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება“, - თქვა გოგუამ.

"აგრო-ტურისტული ფესტივალი 2018" ჯგუფ „კავკასიონის“ კონცერტით დასრულდება.

Print