ახალი ამბები
ზუგდიდში წარჩინებული სკოლადამთავრებულები დააჯილდოვეს
ზუგდიდში მიმდინარე წელს სკოლა მედალზე 86 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 60 ოქრო და 26 ვერცხლია. წარჩინებული სკოლადამთავრებულები დღეს მერიაში დააჯილდოვეს. საჩუქრად მათ, სიგელები და წიგნები გადაეცათ.

ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მედალოსნები 30 აგვისტოს ანაკლიის აკვაპარკში უფასოდ დაისვენებენ.


Print