ახალი ამბები
უშბაზე ნაპოვნი ორი ადამიანის ნეშთი ჩამოასვენეს
უშბაზე ალპინისტების მიერ  ნაპოვნი ორი ადამიანის ნეშთი ჩამოასვენეს. ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ უშბიდან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს. შეტყობინება მყინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შემოვიდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ამავე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს




Print