ახალი ამბები
ანაკლიაში ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მასთნ ერთად საავადმყოფოში ერთი გოგონა გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

Print